ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, რაგბის სტადიონიდან რამდენიმე მეტრში კლდე იჭრება, სადაც ინვესტორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა მათი სახლების მიმდებარედაც იგივე პროცესები განვითარდეს, რაც ლისის ფერდობზე ხდება.
ამის პარალელურად, დღეს, ვაშლიჯვარში მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით მოსახლოებას საკრებულოს დეპუტატი, ავთანდილ ციცაძე შეხვდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.
"მეწყერთან დაკავშირებულ საკითხებზე ბატონმა ავთომ გვითხრა, რომ შედგენილია საევაკუაციო გეგმა. ეს გეგმა ხალხმა არ იცის. არც ხედავენ იმის საჭიროებას, რომ ეს ხალხმა იცოდეს. გვითხრა, რომ თუ საჭირო გახდება, მაშინ მოხდება ამ ევაკუაციის გეგმის განხორციელება. მე ვკითხე მას თვითონ თუ ჰქონდა ნანახი ეს გეგმა და აღმოჩნდა, რომ ბატონ ავთოს აქ ჰქონდა ნანახი, მე არ მეხება ეს სპეციალისტებს ეხებაო", - ამბობს ლისის მცხოვრები", - ამბობს მეწყრულ ზონაში მცხოვრები.
მეწყრული ზონის მოსახლეობა მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვენ, ისინი აქციას, შეკრებასა თუ მანიფესტაციას გეგმავენ.