დაასრულე კომენდანტი! - რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა უკვე დაიწყო. პროტესტის მონაწილეები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე - ვაკის პარკთან, წითელ ბაღსა და თსუ-სთან შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და აქციას დაიწყებენ.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას ეპიდვითარებასთან და კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს და ხელისუფლება მას მხოლოდ პოლიტიკური მოტივით, შერჩევითად იყენებს.