გელათი ისევ ინგრევა - დროებითი გადახურვაც შეცდომებით შესრულდა

გამოქვეყნდა:

გელათის სამონასტრო კომპლექსი ისევ ინგრევა - აღმოჩნდა, რომ დროებითი გადახურვაც შეცდომებით შესრულდა.

გელათში უმძიმესი მდგომარეობაა, თუნუქის სახურავი ფრესკების დაზიანების პროცესს ვერ აჩერებს. მოზაიკისა და მხატვრობის ნაწილი ჩამოშლილია, ნაწილს კი არასათანადო დაცვის გამო და მოსალოდნელი ნალექის გათვალისწინებით მძიმე ბედი ელის. 

ბედის ანაბარად მიტოვებულ გელათში სამუშაოები მხოლოდ ფასადურად მიმდინარეობს, რეალური შედეგი, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენისა და დასაცავად რამე კეთდება არ ჩანს.

გელათში არასათანადოდ მოწყობილი დროებითი გადახურვების გამოსწორების მიზნით, სააგენტომ შესყიდვების სამსახურს პირველი მარტის შემდეგ უკვე მესამედ მიმართა. თავდაპირველად 283 ათასი ლარი მოითხოვა, თუმცა დოკუმენტების სწორად შევსებაც კი ვერ შეძლო.

ორ კვირაში განცხადება ისევ შეიტანეს, თუმცა უკანვე გამოითხოვეს, რადგან კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანის დანიშვნამ გეგმები შეცვალა. ერთი თვეა სააგენტო ითხოვს სხვადასხვა რაოდენობის თანხას და ამბობს, რომ დაშვებული ხარვეზების გამოსწორება სასწრაფოდ უნდა მოხდეს, რადგან გელათი ნალექს ვეღარ გაუძლებს, სამუშაოების დაწყება კი ისევ ვერ ხერხდება.  

სამონასტრო კომპლექსი კი დღითი დღე ზიანდება. კომპანია რომელმაც ტაძრების დროებითი გადახურვაც კი ვერ შეძლო სათანადოდ, მხოლოდ 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი