10 ბინა თბილისში, საკურორტო ზონებსა და რეგიონებში, მიწები კახეთში, - ჯამში 70 ათასი კვ.მ. - თუკი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მიერ სხვადასხვა წლებში შევსებულ ქონებრივი დეკლარაციებს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ რომ მისი უძრავი ქონება ყოველწლიურად იზრდება,
განსაკუთრებით 2017 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ბექაურისა და მისი ოჯახის უძრავი ქონების ჯამური ღირებულება, ოფიციალური საბუთების მიხედვით, 2 მილიონ ლარს აჭარბებს.
ბექაურის ოჯახმა უძრავი ქონებიდან ყველაზე ბევრი- 107 ათასი ლარი, ლისზე, მწვანე უბანში 100 კვ.მეტრში გადაიხადა.
დეკლარაციის მიხედვით, აპარტამენტი ბექაურის მეუღლის, ეკატერინე ბერიძის სახელზეა. ბერიძეს ეკუთვნის ორი ბინა სოლოლაკში, ორივეში ერთად მას 169 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ორივე ბინა 2019 -20 წლებშია ნაყიდი.
კახა ბექაურს ეკუთვნის 180 კვ.მ. თაბუკაშვილის ქუჩაზეც, საცხოვრებელი ბინა, სადაც ამ დროისთვის რემონტი მიმდინარეობს, მასში 2018 წელს ბექაურმა 174 ათასი დოლარი გადაიხადა.
დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც რომ კახა ბექაურისა და მისი მეუღლის ყოველწლიური შემოსავალი ხელფასის სახით, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.
ბექაური სუპერმარკეტ "2 ნაბიჯის" 33 %იანი წილის მფლობელია.
ბექაურმა "შაბათის მთავარის" კითხვებს მხოლოდ წერილობით უპასუხა.