ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სამჯერ ნასამართლევია - დავით გურგენიძის წარსული

გამოქვეყნდა:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე აკადემიურმა საბჭომ სამი კანდიდატიდან გამოარჩია და ტექნიკურის უნივერსიტეტის მართვა და ყოველწლიურად 50 მილიონიანი ბიუჯეტი ჩააბარა. 

გურგენიძის პროფესიული კარიერა 1980-იანი წლებიდან იწყება. დავით გურგენიძე სამჯერ არის ნასამართლევი, რომელსაც თავადაც ადასტურებს.

პირველი ნასამრთლეობა დაკავშირებულია  რუსეთთან, სადაც დავით გურგენიძე 90-იან წლებში ორჯერ იარაღის ტარების გამო დააკავეს. გურგენიძე  ამტკიცებს, რომ თავდაპირველად ის გაამართლეს, დაკავების რეალური მიზეზი კი მისი თქმით - ქართველთა სათვისტომოს  დახმარების იყო. მისი თქმით, ციხიდან მალევე გამოუშვეს, თუმცა ყვება, რომ თანამემამულეების დახმარება აუკრძალეს, ის  რუსებს არ დაემორჩილა და იარაღი  მეორედ  ჩაუდეს,  ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს  და  მალევე სასჯელის მოსახდელად  საქართველოს გადმოსცეს.

2007 წელს გურგენიძე და მის მეგობარი სამი პირის გატაცების მცდელობის ფაქტზე დააკავეს და 2 წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა. დავით გურგენიძე ამ ფაქტს ხელისუფლების პროვოკაციად აფასებს.

2010 წელს დავით გურგენიძე თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და სამწლიანი  პატიმრობა და 10 00 ლარიანი გირაო შეეფარდა.

ამას დაემატა გატაცების ფაქტზე დარჩენილი ერთწლიანი პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რომელიც მალევე შეეცვალა და 5 წლიანი პირობითით

ის მესამე მსჯავრსაც პოლიტიკური ნიშნით დევნას უკავშირებს და ამბობს, რომ  წინა ხელისუფლებას მისი და მის პარტნიორების ქონების წართმევა სურდა

დავით გურგენიძე ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტში მისი ნასამართლეობის შესახებ ყველამ იცის და ამის შესახებ აკადემიურ საბჭოსაც მოახსენა. ამის ამსახველი ვიდეო მასალა არსებობს, თუმცა მისი გადმოცემა ჩვენთვის არ ისურვა.

2013-2015 წ.წ. სტუ-ის სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;

2013 წლიდან სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების,  თბოაირმომარაგებისა და შენობების საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის პროფესორი;

2012-2013წ.წ. სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი საათობრივი ანაზღაურებით;

კანონმდებლობის თანახმად, გურგენიძის რუსეთში  ნასამართლეობა უკვე ხანდაზმულია და სამართლებრივად გაქარწყლბულია,  თავად ამტკიცებს, რომ ასევე გაქარწყლებულია გატაცების მცდელობის საქმეც.

საქართველოს კანონმდებლობა ნასამართლევ პირს სასწავლებლის ხელმძღვანელობას არ უკრძალავს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი