არსებული ინფორმაციით, ბათუმში, "სირცხვილიას" ოფისში პოლიცია შევიდა - დაკავებულია 5 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბათუმში, "სირცხვილიას" ოფისთან ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, სამართალდამცველები კერძო საკუთრებაში, სადაც ორგანიზაციაა განთავსებული, ძალის გამოყენებით შევიდნენ და ადამიანები დაიჭირეს. 

აქტივისტები პოლიციის მხრიდან, ძალის გადამეტების შემთხვევებზეც საუბრობენ.

"კერძო საკუთრებაში ვიყავით, შემოგვივარდნენ, გაგვიტეხეს კარები, ჩამოგვათრიეს კიბეზე, 5 ადამიანი დაჭერილია, გამოგვყარეს ძალით" - ამბობს მოძრაობის ერთ ერთი წევრი "ფეისბუქ ლაივის დროს.

მოძრაობის წევრების ინფორმაციით, პოლიცია ოფისში ჩხრეკასაც ატარებს, თუმცა ისე, რომ მათი მხრიდან ამ პროცესს არავინ ესწრება.

ამ წუთებში აჭარის პოლიცია შეიჭრა ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციის ოფისში, სადაც ისევე როგორც პარლამენტის წინ, იმართებოდა დაუმორჩილებლობის აქცია. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფოდ დატოვეთ ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორია, შეწყვიტეთ ძალადობა და გაათავისუფლეთ დაკავებული აქტივისტები! - ნათქვამია "სირცხვილიას" განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი