რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს - მობილიზებულია სპეცრაზმი

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს. დილიდან ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი.

გიგანტური ჰესის მოწინააღმდეგეებს, ჰესის მშენებლობის ადგილზე ისევ არ უშვებენ. სამოქალაქო აქტივისტები ამ წუთებში გუმათის დასახლებაში არიან შეკრებილი და სურთ, რომ 12  საათზე ნამოხვანის მიმართულებით დაიძრნენ.

შეგახსენებთ, გუშინ ადგილზე მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო. სამართალდამცველებმა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები ნამოხვანში არ შეუშვეს. ადგილზე კი ჰესის სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები, რომლებიც ღამეს მანქანებში ათევდნენ, პოლიციამ დააჯარიმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი