12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა მეწყერსაშიშ ზონაში - რა ხდება ნუცუბიძეზე?

გამოქვეყნდა:

ნუცუბიძის დამეწყრილ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა არ წყდება, მეოთხე მიკრორაიონში რაგბის სტადიონიდან რამდენიმე მეტრში კლდე იჭრება, სადაც ინვესტორი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

გეოლოგები ამტკიცებენ რომ ვაშლიჯვრის მსგავსად ამ ტერიტორიაზეც მშენებლობები დაუშვებელია და შესაძლოა იგივე პროცესები განვითარდეს, რაც ლისის ფერდობზე ხდება.

"დაფერდებაც და მთლიანად ლისის სტრუქტურა, რაც მოიცავს დღევანდელ მაჭავარიანის ქუჩას. ეს მთლიანად არის გეოლოგიურად და ტექტონიკურად არამდგრადი სტრუქტურები. მათთან ასეთი უხეში ჩარევა ყოველთვის მათ მოწყვლადობას ზრდის და ადიდებს მეწყერსაშიში პროცესების დაწყების რისკს. თუ კვლავ ასე გავაგრძელებთ, მომავალში მსგავსი პროცესები მოხდება",- ამბობს თეა გოდოლაძე.

სწორედ იმ ფერდობის ძირში, რომელსაც ახლა სპეცტექნიკა ჭრის რაგბის სტადიონია, სადაც ყოვლდღიურად უამრავი ბავშვი ვარჯიშობს. ადგილობრივები საქმეში სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ. მათი თქმით, გეოლოგებმა უნდა დადონ დასკვნა რამდენად უსაფრთხოა მშენებლობა და რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი