ქუთაისთან ახლოს, გუმათის დასახლება პროტესტის ახალ კერად გადაიქცა. იმის გამო, რომ რიონის ხეობის მცველებს ნამოხვანამდე აღარ უშვებენ, გიგანტური ჰესის მოწინააღმდეგეებმა, დამატებითი კარავი გუმათში გაშალეს. იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა, აქციის ორგანიზატორს ვარლამ გოლეთიანს განუცხადა, რომ გზა მას შემდეგ გაიხსნება, რაც ხეობაში ესკალაციის საფრთხე მოიხსნება.