ლილოს დასახლებაში, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
აფეთქება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბინაში მყოფილი 65 წლის ქალი სიმძლავრემ მეოთხე სართულიდან გადმოაგდო. მთლიანად ევაკუირებულია მე-15 კორპუსი. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ცხედარი ცოტა ხნის წინ გადაასვენეს ექსპერტიზაზე.