აქცია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები 200-მდე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრებას აპროტესტებს. იძულებით გადაადგილებულები, უკვე წლებია ავარიულ შენობაში ცხოვრობენ, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, ალტერნატიული ფართი გამოუყონ.
აქციის მონაწილეების თქმით, უკვე წლებია ხელისუფლებისგან დაპირებებს ისმენენ, თუმცა მთავრობას მათთან მიმართებაში ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადაუდგამს.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს შეხვდა ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელი და ხალხს ვითარებაში გარკვევასა და დახმარებას დაპირდა.