წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის შესასვლელთან პოლიცია ჟურნალისტებს გადაადგილების უფლებას უზღუდავს. ადგილზე ცენტრალური ტელევიზიების რეგიონალური კორესპოდენტები იმყოფებიან, რომელთაც ვერ უსაბუთებენ, რა მიზეზით შეიზღუდა მათი გადაადგილება. ჟურნალისტები სავარაუდო, დანაშაულის ადგილზე მიდიოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. სავარაუდო დანაშაული, შეზღუდვის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული.