როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ ფატალური შედეგი ექიმის მიერ დაშვებული შეცდომის გამო დადგა, სამედიცინო დასკვნის დადება უსასრულოდ იჭიმება ხოლმე, ვინაიდან ეს დასკვნა ისევ ექიმებმა უნდა დაწერონ და ისინი თავს არიდებენ თავიანთი კოლეგების დადანაშაულებას.
მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ ის ფაქტი, რომ სამედიცინო დასკვნის გამოტანა ჭიანურდება, თავისთავად კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ, დიდი ალბათობით, საქმე სწორედ საექიმო შეცდომასთან გვაქვს და ამიტომაც გაურბიან მედიკოსები დასკვნის დადებას.
"პოსტ ფაქტუმი" ორ შემთხვევაზე გიყვებათ, სადაც ამ დრომდე არ არსებობს სამედიცინო დასკვნა და სადაც ოჯახს და ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ პაციენტი ექიმის შეცდომას შეეწირა. ერთი, ეს არის 13 წლის ბიჭი, რომელსაც გლანდების ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე კი 26 წლის ქალია, რომელიც ნაღვლის ბუშტის ოპერაციას ემსხვერპლა. ორივე მათგანი ასეთ, ერთი შეხედვით, მარტივ ოპერაციას შეეწირა.
გურანდა ავალიანის რეპორტაჟი: "მარტივი ოპერაციით დაღუპულები"