რუსთაველის გამზირზე, კარვების ქალაქთან, მოძრაობა "ალტერნატივას" წევრს, სამოქალაქო აქტივისტს სცემეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდთან აქტივისტები ჰყვებიან, ნაცემია ბათუმის კარავში მცხოვრები ირაკლი ფანგანი, რომელიც ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამბობენ, რომ თავდასხმის დროს, ფანგანი წაიქცა და თავი დაარტყა. მას ტრავმები აქვს ხელის არეშიც.
გზაზე გადმოდიოდა, კარავში მოდიოდა და შემხვედრი ორი პირი გამოელაპარაკა, აქ რა გინდაო. კარავში ვარო, ნაგრანმა უპასუხა, მანდ რა გინდაო და მაგის მერე სცემეს, - ამბობენ აქტივისტები "მთავარი არხის" ვებგვერდთან.