კლდოვანი მასა ჩამოიშალა რაჭაში, ონი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია.
მგზავრებს გადაადგილება შემოვლითი გზით შეუძლიათ. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.