"მე არც ერთში არ უნდა გამცვალონ" - ზაზა გახელაძის პოზიცია 

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის პოზიცია მტკიცეა. ის წინააღმდეგია გაცვლაში საქართველოს ტერიტორიისა და სიწმინდეების სანაცვლოდ.

გახელაძის ოჯახი, თავად უკანონო ტყვეც და მისი ახლობლებიც ხელიდან გაშვებულ შანსს უწოდებენ იმ ფაქტს, როდესაც ქართულმა მხარემ ხურვალეთში დაკავებული ორი რუსი ჯარისკაცი რამდენიმე საათში  გაათავისუფლა. 

"გაიგო, ესეც ტელევიზიიდან, რომ ითხოვენ ჩორჩანას, ითხოვენ ხატს, მაგრამ ზაზას პოზიცია არის, რომ მე არცერთში არ უნდა გამცვალონ. იმიტომ, რომ ეს არის ხატი, სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს და უნდა იყოს იქ, სადაც არის და მეორე არის ჩორჩანა, ტერიტორია, რასაც წლებია ითხოვენ ამ ბლოკპოსტის აღებას", - თქვა ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების ზაზა გახელაძის გაცვლას ჩორჩანას საგუშოგოს, ან მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს. ხატი ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი