ქუთაისელი ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე მერიის დაცვას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ინციდენტი მერიაში შესვლის შეზღუდვას მოყვა. როგორც ბუბა ჩივაძე აცხადებს, ის მერიაში შესვლას ცდილობდა, თუმცა დაცვამ მერის ახალი ბრძანების საფუძველზე არ შეუშვა.
ჟურნალისტს დაზიანებები ხელებზე აღენიშნება. მომხდარის გამო მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ჟურნალისტი მერთან შეხვედრას ითხოვს.