ოკუპანტებმა იკორთის ტაძრიდან წმინდა ნაწილები, ოკუპირებული ცხინვალისა და ჩრდილოეთ ოსეთის ეპარქიებში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

იკორთის ტაძარში დაკრძალული ბიძინა ჩოლოყაშვილის და ქსნის ერისთავების, შალვა და ელიზბარის წმინდა ნეშტები ოკუპანტებმა ოკუპირებული ცხინვალისა და ჩრდილოეთ ოსეთის ეპარქიებში გადაასვენეს. ინფორმაცია, რომლის შესახებაც დეკანოზი ილია ჭიღლაძე საუბრობს საჯაროა და მას საქართველოს საპატრიარქოც უნდა იცნობდეს, თუმცა ამ დრომდე მომხდარზე რეაგირება არ მომხდარა.

დეკანოზის თქმით, საპატრიარქომ კატეგორიულად უნდა მოითხოვოს, რომ რუსული მონასტრიდან, ნაწილები დაბრუნდეს.

"მე ვფიქრობ, საქართველოს საპატრიარქოს არ დაინტერესებულა ამ საკითხით და არ დაუსვამს ეს საკითხი, მოსკოვის ეკლესიის წინაშე. აუცილებლად ულტიმატუმი უნდა წაუყენონ მოსკოვის საპატრიარქოს და კანონიერი მოთხოვნა, რომ ალაგირის რუსული მონასტრიდან ეს ნაწილები დაბრუნდეს. სავარაუდო, პოლიტიკური ნება არ იარსებებს და ისინი, როგორც ხშირად აკეთებენ საქართველოს ეკლესიის ინტერესებს დააიგნორებენ და ფეხქვეშ გათელენ, მაგრამ საქართველოს საპატრიარქოს ვალდებულებაა, რომ ხმა აღიმაღლოს და კანონიერი მოთხოვნა გააჟღეროს",-ამბობს დეკანოზი ჭიღლაძე.

ქართველი ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ისტორიის განადგურებისა და ქართული სიწმინდეების შეურაცხყოფის კიდევ ერთი მცდელობაა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი