ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა შავშვების მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ,,ტოიოტა პრიუსის" მძღოლი ,,მერსედესის" მარკის ავტომობილისთვის გადასწრებას ცდილობდა, რაც ავარიით დასრულდა.
დაშავებულები გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამის დახმარებას უწევენ. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ერთ-ერთი დაშავებული 30 წლამდე ასაკისაა, ხოლო მეორე 25 წლამდე ასაკის. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს- მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.