კომპანიამ დაგვიბარა ე.წ. "სტრელკაზე" - გოდოლაძის თქმით, მეწყრულ ზონაში არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერთან დამოუკიდებელ ექსპერტებს და სეისმოლოგებს არ უშვებენ. ამის შესახებ მან "მთავართან" ისაუბრა.

მერიის განცხადებით, დაწყებულია მწყრის გამაგრების სამუშაოები, რის გამოც უცხო პირების ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლება.

თეა გოდოლაძე, ასევე ამბობს, რომ ექსპერტები დაიბარეს და უთხრეს, რომ ძვირადღირებული მონიტორინგის სისტემა ადგილიდან უნდა გაეტანათ, თორემ დაზიანდებოდა.

"არავის არ გავუფრთხილებივართ ისე შემუსრეს ფაქტობრივად მეწყრის ტერიტორია, ჩვენი ყველა სადამკვირვებლო წერტილი. კომპანიამ დაგვიბარა ე.წ. "სტრელკაზე" და გვითხრა, რომ ახლა ჩვენ ავალთ აქ და ჩვენზე ცუდი არ ილაპარაკოთო. ამ კომპანიას, რეალურად არც გეგმა არც ნახაზი, არც კვლევების შედეგი არ აქვთ და ფაქტობრივად შიშველი ხელებით არიან მიმდგარი მეწყერზე. ჩვენი და გერმანელი ექსპერტების ხედვა იყო აბსოლუტურად განსხვავებული. გერმანელებმაც თქვეს, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ იზიარებდნენ ხედვას, რომელიც ამ საბჭოს ჰქონდა. ამბობენ, რომ "ზუმში" ველაპარაკეთ გერმანელებს და მათ მოგვიწონეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს ასე არაა", - ამბობს თეა გოდოლაძე.

ვაშლიჯვრის ფერდის ორივე, მარჯვენა და მარცხენა ნაწილი დინამიკაშია მოსული. ქართველი და გერმანელი ექსპერტების წინასწარი დასკვნით, ის 20-22სმ-ით მოძრაობს.

მერია ვაშლიჯვრის დამეწყრილ ფერდობზე მიწის მასას ჭრის. უწყებაში აცხადებენ, რომ ევაკუაციის გეგმაც არსებობს, თუმცა მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი