ღმერთმა აგვარიდოს უმძიმესი შედეგები, რის წინაშეც დგას დღეს ეკლესია - მეუფე გრიგოლი

გამოქვეყნდა:

"მე გთხოვთ ყველას, რომ ვილოცოთ. ვილოცოთ, რომ ეკლესია დამშვიდდეს. ვილოცოთ, ამ სიმშვიდემ ჩვენ მოგვიტანოს ერთობა და სულიერი ძალები შეგვმატოს, არ დაგვაშოროს, არ დაგვათითოკაცოს. ისედაც ვხედავთ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო. რამდენს გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და ხალხი ძნელი სათქმელია, ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

საფრთხის წინაშე დგას ის მონაპოვარი, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, თითოეული ადამიანი, ჩვენი სახელმწიფო. ღმერთმა აგვარიდოს ის საშინელი, უმძიმესი შედეგები, რომლის  საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია და ჩვენი ერთობა"

ამბობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი სტეფანე ეკლსიაში მიმდინარე პროცესებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი