ენგურის ხეობიდან ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს - მეოთხე გარდაცვლილის პოვნაზე ინფორმაცია არ დასტურდება

გამოქვეყნდა:

მდინარე ენგურში ნაპოვნი ადამიანების ცხედრები ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სოფელ შამგონას ტერიტორიაზე, ენგურმა საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს, ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა, მოგვიანებით, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად მხარეს კიდევ ორი ქალის. 

სამაშველო ჯგუფებმა ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. მეოთხე ადამიანის ცხედრის პოვნაზე გავრცელებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ დასტურდება. ბოლო მონაცემებით, მას საოკუპაციო ხაზს მიღმა ისევ ეძებენ.

ოჯახი წევრები გალიდან გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რადგან მათ ოკუპანტები სპეციალურ საშვს სთხოვენ.

ოთხი ადამიანიდან 2 ერთი ოჯახის წევრია, სავარაუდოდ, ისინი ნათესავების სანახავად და სააღდგომოდ პროდუქტების საყიდლად მოდიოდნენ. რაც შეეხება კიდევ ორ მათგანს, ისინი მეზობლები იყვნენ, მათ შორის ერთი სოფელ წარჩედან და ერთი კი ოქუმიდანაა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი პენსიის ასაღებად მოდიოდა, ერთს კი სამედიცინო გამოკვლევა სჭირდებოდა.

ამავე თემაზე: 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი