
გაუქმდეს 5 დღიანი კარანტინი! - ამ მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები აქცია მართავენ.
ახალგაზრდები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსვლის შემთხვევაში, საქარველოს მოქალაქეები 5 დღიან კარანტინს გადიან.
აქცია კი მას შემდგ დაიგეგმა, რაც დღეს დილით, ენგურის ხეობაში ტრაგედია დატრიალდა და ადიდებულმა ენგურმა 4 ადამიანი იმსხვერპლა.
ოკუპირებული გალიდან საქართველოს მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოსვლას ფარულად ცდილობდნენ
სოლიდარობა გალის მოსახლეობას!
სოლიდარობა ახალგორის მოსახლეობას!
რუსეთი კლავს!
ხელისუფლების უმოქმედობა კლავს!
გაუქმდეს 5 დღიანი კარანტინი! - აცხადებენ აქციის მონაწილეები
გაუქმდება თუ არა რეგულაცია უცნობია. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ამ თემის კომენტირებისას თქვა, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ მისი სამინისტრო ვერ მიიღებს.