აპელაციის შედეგამდე მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ - ჯაღმაიძე ჭყონდიდზე

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიცის განცხადებით, ჭყონდიდში მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ ერთ-ერთი ტაძრიდან განკვეთილმა მღვდელმსახურებმა იქ ლოცვა მაინც აღავლინეს, რაც უხეში დარღვევაა. ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ეპარქიის მღვდელმსახურები ვალდებულები არიან მეუფე სტეფანეს დაემორჩილონ, მანამ, სანამ მათ საჩივარზე აპელაციის შედეგი არ დადგება.

"დღეს დაეთმობა დრო მიმდინარე მოვლენების განსჯას, იმსჯელებენ მღვდელმთავრები, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ, მამა გრიგოლი, რომელიც მიავლინა მეუფე სტეფანემ ერთ-ერთ ტაძარში მსახურებისთვის არ შეუშვეს ტაძარში, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმთავარმა შეუწყვიტა მღვდელმსახურება, მათ მაინც იმსახურეს. ეს არის უხეში დარღვევა და ელემენტარული ცოდნა სჭირდება იმას, რომ თუ კი მათ აპელაციაზე შემოაქვთ საჩივარი, მანამ სანამ აპელაციის შედეგი არ დადგება, უნდა დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთი დარღვევაა, როცა მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას უგულებელყოფს სასულიერო პირი",- თქვა ჯაღმაიძემ.

დღეს, 8 აპრილს საპატრიარქოში მღვდელმთავართა კრება გაიმართება. განსახილველ საკითხებს შორის ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებიცაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი