ვინმეს გენერალური გეგმა ხომ არაა მსგავსი პროცესის დაწყება?! - ჯაღმაიძე განხეთქილებაზე

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეჭვს იწვევს, ვინმეს "გენერალურ გეგმას" ხომ არ წარმოადგენს ის, რომ საქართველოს ეკლესიაში განხეთქილების პროცესი დაიწყოს. მისივე თქმით, ვერავის დაასახელებს, ვისი ინტერესიც შეიძლება ეს იყოს.

"ზოგადად, ოპონენტები, ვინც ითვლებიან, ისმის მინიშნებები საეკლესიო განხეთქილებაზე. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა ეკლესიაში, სადაც კი მომხდარა ასეთი რამე და ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი და იგივე ხალხი თავდაპირველად საუბრობდნენ განხეთქილების საშიშროებაზე უკრაინის ავტოკეფალიასთან საქართველოს პოზიციაზე დამოკიდებულებით. ამბობდნენ, რომ გააჩნია რა პოზიციას დაიტოვებს სინოდი ახლა სხვა თემა არსებობს და კვლავ ისმის განხეთქილებაზე საუბარი და ეჭვს იწვევს, ვინმეს გენერალურ გეგმას ხომ არ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიაში მსგავსი პროცესის დაწყება და ხომ არ ხდება ისე, რომ ეძებენ საშუალებას თემას და მიზეზს, რომ როგორღაც ეს პროცესი დაიძრას. ვერავის ვერ დავასახელებ", - თქვა მამა ანდრია ჯაღამიაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 აპრილს საპატრიარქოში მღვდელმთავართა კრება გაიმართება. განსახილველ საკითხებს შორის ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებიცაა.

ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო პერიოდში დაძაბული სიტუაცია არაერთხელ იყო. დაპირისპირება ეპარქიაში ახლადგანმწებეული, მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილებებს უკავშირდება, რომელმაც 4 სასულიერო პირს ჩამოართვა მღვდელმოქმედების უფლება, მამა ათინოგენს კი არქიმანდრიტის ხარისხი. მისივე ბრძანებით, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხეს მოინაზონი სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი