"შეიძლება კომუნიკაციის პრობლემაა, შეიძლება რაღაც ვერ გაიგეს, ან არასწორად გაიგეს. ყველა შემთხვევაში ძალიან მარტივია გადამოწმება იმის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებულია თუ არა.
ყველა ტრაშს, რომელიც ირიცხება საქართველოში მოჰყვება გარკვეული პირობითობა, ეს ევროკავშირისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ჩვენ უნდა შეგვეცვალა კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პასუხად და ამის შემდეგ მოხდებოდა მეორე ტრანშის გადმორიცხვა.
ჩვენ ეს კანონი შევცვალეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ამიტომ ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ამ ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა".
ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის განცხადებას.