"თარხნიშვილზე Tekuna Gachechiladze-ის ღვინის ახალი რესტორნის კარებთან, რესტორნის მფლობელს ჩხრეკს შავებში ჩაცმული პოლიცია და პოლიციაში გადაჰყავს იმ მიზეზით, რომ ჯიბეში ღვინის გასახსნელი ედო. პანდემიაში, ქვეყანა თავზე რომ გვენგრევა, პოლიციის რესურსი ამ წარმოუდგენელ აბსურდში იხარჯება." - ამ ინფორმაციას და ვიდეომასალას "ფეისბუქზე" ნაჯა ორაშვილი ავრცელებს.
როგორც "მთავარს" შსს-ში უთხრეს, რესტორნის მფლობელი არ დაუკავებიათ. ის ადმინისტრაციული წესით, დანის ტარების გამო დაჯარიმდება.