ექსკლუზივი: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დღეს, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელსა მეუფე დიმიტრისთვის, ცივი იარაღით, ფიზიკური დაზიანების მიყენება სურდა.

"მთავარის" ინფორმაციით, მას ამის საშუალება რეზიდენციის ძაღლმა არ მისცა, რომელმაც თავდამსხმელს უკბინა.

ინციდენტს ეპარქია არ ახმაურებს და "მთავარი არხის" ინფორმაცით, განაცხადი არც პოლიციაშია გაკეთებული ამ დრომდე, თუმცა სოციალურ ქსელში, ეპარქიის ერთ ერთმა მღვდელმა ფოტოსურათი გამოაქვეყნა წარწერით - "თუ ვინმეს გეცნობათ პირადში მომწერეთ". ფოტოზე სავარაუდოდ თავდამსხმელია გადაღებული.

 ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი