ბოლო ხანებში საქართველოში პირველად სასურსათო პროდუქტებზე ფასები რამდენიმე ათეული პროცენტითაა გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ქვეყანაში 8%-ით გაიზარდა პურპროდტები, გაზრდილია ფასები ხილზე 45%-ით, 23%-ით რძის ნაწარმზე. 15%-ით გაძვირდა ხორცპროდუქტები.
გაზდილ ფასებზე საუბრობს მოსახლეობაც. ხალხი ამბობს, რომ პროდუქტებს ცალობით ყიდულობენ.
ეპიდემიამდეც ასე არ იყოს? ახლა ეპიდემიას აბრალებენ და ეს უარესია. სანამ მთავრობა არ გადადგება, არაფერი არ გვეშველება, - თბილისის ერთ-ერთ მოქალაქე.
მომხმარებლების სიმცირეზე ლაპარაკობენ მოვაჭრეებიც და ამას ფასების ზრდასა და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ. მათი თქმით, განსაკუთრებით მომატებულია ფასები თევზზე, ხილ-ბოსტნეულსა და ხორცპროდუქტებზე.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 7%-ია.