ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
ადგილობრივების განმარტებით კორპუსში ლიფტები ან არ მუშაობს, ან მწყობრიდან არის გამოსული, რაც კორპუსის ბინადრებისთვის სიცოცხლის საფრთხეს ქმნის.
14 სართულიანი კორპუსის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.