ქვეყანაში დამატებითი რეგულაციების დაწესების, შეკრებების აკრძალვისა და მუდმივად გაუარესებული ეპიდვითარებაზე საუბრის ფონზე, გარდაბანში კონცერტისთვის ემზადებიან, რომელიც 16 აპრილს არის დაგეგმილი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარიც გამოიყო.
ამ ფაქტს ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თხოვნის მიუხედავად, ნოვრუზ ბარიამისთვის კომენდანტის საათი ერთი ღამით არ მოხსნა და დღესასწაულის აღნიშვნის საშუალება არ მისცა.