რიონის ხეობაში ვითარება ისევ დაიძაბა - მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობაში ვითარება ისევ დაიძაბა. სოფელ გუმათთან, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. "რიონის ხეობის" მცველების ინფორმაციით, მობილიზებულია სპეცრაზმიც.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ვარაუდობენ, რომ სამართალდამცველები ნამოხვანში, მათი კარვების დაშლას გეგმავენ.

უკვე რამდენიმე დღეა პოლიცია რიონის ხეობის მცველებს ნამოხვანში არ უშვებს, რის გამოც პროტესტის მონაწილეებმა კარვები გუმათთან გაშალეს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი