გზა, რომელიც ერთდროულად ყოფს და აერთებს ორად გახლეჩილ სამშობლოს - ენგური. გზა, რომელიც წლების განმავლობაში უამრავ ქართველს აქვს გადაკვეთილი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან შესახვედრად,
პროდუქტის ან წამლის შესაძენად, ახლობლების გადასარჩენად.
რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რამხელა რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს ეს ადამიანები, როდესაც მდინარეში შედიან. მაგრამ მათ სხვა გზა არ რჩებათ. დაღუპული ადამიანების მიუხედავად, საოკუპაციო ხაზის გადასაკვეთად ამ მეთოდს აფხაზეთში დაბადებული ქართველები ისევ გამოიყენებენ - გამოსავალი არ აქვთ... და ისევ საფრთხის ქვეშ ჩაიგდებენ თავს. რუსული ოკუპაცია ჩვენს მოქალაქეებს ტყვიის გარეშეც კლავს.
ოთხი ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომლებსაც მშობლები აფხაზეთში ჰყავთ და მათ დასახმარებლად ან, უბრალოდ, სანახავად არაერთხელ გადაუკვეთავთ ენგურის კალაპოტი. მას შემდეგ, რაც ენგური ადიდდა, ამას ვეღარ ახერხებენ და უკვე დიდი ხანია თავიანთი ოჯახები აღარ უნახავთ.
სიუჟეტში გამოყენებულია კადრები ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმიდან, "მე გადავცურე ენგური", სადაც კარგად ჩანს, რა საფრთხეს და სირთულეს გადიან ადამიანები, რომლებიც ენგურის გზას ირჩევენ.
გურანდა ავალიანის რეპორტაჟი - "გზა ენგურზე".