დღეს საქართველოში COVID-19-ის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 526

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 288 755 
  • გამოჯანმრთელებულია - 277 829
  • გარდაცვლილია -  3 883
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13 685, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7 795, PCR ტესტით - 5 890
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -  2,62%, ბოლო 14 დღის - 2,31%,  ბოლო 7 დღის - 2,51%
  • კარანტინის რეჟიმში - 188
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 422
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 295

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 14, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 136 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 109 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,9 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი