გახსნილი არყის ბოთლები მოიტანეს, ლუდი, დააწყვეს მაგიდაზე, გამოიტანეს, შემდეგ თვითონვე იღებდნენ ამ პროცესს.
პოლიციამაც კარგად იცის და ვინც ჩვენ კარვებშია იმ ადამიანებმაც კარგად იციან, რომ შინაგანაწესი გვქონდა და მკაცრად იკრძალებოდა ყველანაირი ალკოჰოლური სასმელის მიღება. ტერიტორიაზე ზოგადად ალკოჰოლური სასმელი ჩვენთან არ იყო.
ნიკა ანთიძის გაუჩინარების ამბავი და სასმელის ამბავი ისე დააკავშირეს ერთმანეთთან, თითქოს აქ ხალხი სვამდა, ვეღარ კონტროლდებოდა სიტუაცია და ამის გამო რიონში ხტებოდნენ ადამიანები.
ეს არის მოგონილი და შეკერილი სცენარი, იმისთვის რომ მოხდეს ჩვენი მოძრაობის დისკრედიტაცია
თქვა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა "მთავარი არხის" გადაცემაში, "დღის სტუმარი".