სამოქალაქო აქტივისტები პოლიციელ შოთა ჭიპაშვილს ძალადობაში ადანაშაულებენ და ინსპექტორს მიმართავენ 

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისთან დაკავებული აქტივისტები პოლიციას ძალის გადამეტებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. კონკრეტულად კი ისინი პოლიციელს, შოთა ჭიპაშვილს ადებენ ხელს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებენ დაინტერესდეს ამ შემთხვევით.

6 სამოქალაქო აქტივისტის სასამართლო დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა ზუსტი დრო უცნობია. აქტივისტები უკვე საქალაქო სასამართლოში იკრიბებიან. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დაპირისპირება დღეს დილით მოხდა, როდესაც აფხაზეთის მთავრობისგან ახალგაზრდები ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, 5 დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი