რიონის ხეობის მცველები და აქციის მონაწილეები გუმათიდან ჰესის მშენებლი კომპანიის, "ენკას" ბაზისკენ დაიძრნენ. "წადით! წადით!" - ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები მსვლელობით მიდიან.
"აქვეა ენკას ერთ-ერთი ბაზა, გადავინაცვლებთ ბაზასთან და მოვუწოდებთ მათ, რომ დატოვონ ხეობა", - თქვა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.
აქციის მონაწილეები ნამახვანში ჩასვლის უფლებას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში, გუმათში დაპირისპირება იყო, აქციის მონაწილეებს სურდათ ნამოხვანისკენ დაძრულიყვნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და პროტესტი არ შეწყდება.