"დარჩი სახლში" ეშმაკისეული მოწოდებაა... ვერ ვიტყვით, რომ ვირუსმა მოკლა ადამიანი - მეუფე საბა

გამოქვეყნდა:

მოწოდება "დარჩით სახლში" ეშმაკისეულია - ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ ქადაგებისას მრევლს ამ სიტყვებით მიმართა. 

მიტროპოლიტმა გაკიცხა ის სასულიერო პირები, რომლებმაც მოქალაქეებს მსოფლიო პანდემიის დროს აღდგომისა და სხვა დღესასწაულების სახლში აღნიშვნისკენ მოუწოდეს.  

დღეს ეშმაკი ადამიანებს ეუბნება, "დარჩით მარტო", "დარჩით სახლში", მიეჩვიეთ მარტო ყოფნას და მარტო ებრძოლეთ იმას, რა რეალობაშიც ხართ. თუ ვირუსი გახდა მაპროვოცირებელი ჩვენი გარდაცვალებისა, ეს არ იძლევა იმის თქმით, საშულებას, რომ ვირუსმა მოკლა ადამიანი, უბრალოდ მოვიდა გარდაცვალების დრო, - ამბობს მეუფე საბა. 

მისი თქმით, თუ ვირუსის შემდეგ ადამიანი გარდაიცვალა, ეს ვირუსის ბრალი არ არის, ე.ი მისი გარდაცვალების დრო დადგა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი