ლენტეხში მდინარე ადიდდა და საავტომობილო გზა წალეკა

გამოქვეყნდა:

სტიქია ლენტეხში - გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარე ჩოლშურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ დურაშთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი მთლიანად წალეკა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის თქმით, ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, სოფელთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი