"არ ვიცი, რატომ გადამიყვანეს პოლიციაში" - რიონის ხეობაში დაკავებული აქტივისტის პირველი კომენტარი "მთავარ არხთან"

გამოქვეყნდა:

რიონის დაკავებული მცველები "მთავარ არხთან" პირველ კომენტარს აკეთებენ -  ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა და არ იციან, რა მიზნით გადაიყვანეს პოლიციის შენობაში.

არ ვიცი, რატომ დამაკავეს და გადამიყვანეს პოლიციაში. არ მინდა ჩემი ტერიტორია წყლით დაიფაროს. არ მინდა იმერეთში გიგანტური ჰესი აშენდეს. სწორედ ამიტომ დამადო პოლიციამ ხელბორკილები, - ამბობს რიონის ხეობის ერთერთი მცველი.

ცნობისთვის, რიონის ხეობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა,
რის შედეგადაც, პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი