პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა

გამოქვეყნდა:

პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა. აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგილზე გვიან ღამით მუშაობდნენ, ბარიკადები კი დღეს გამთენიისას დადგეს. 

ადგილზე რიონის ხეობის მცველები იკრიბებიან. პროტესტის ნიშნად ისინი რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ. ჯერჯერობით აქტივისტები ადგილზე მოვლენების განვითარებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, გუმათში ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია ENKA-ს ოფისთან, რიონის ხეობის მცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეებმა ნამახვანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და კომპანიის კუთვნილ მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. 

ადგილზე პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი