
"ქართულმა ოცნებამ ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომ ოპოზიციის თავმოყვარეობას შეეხო. თუ ოპოზიცია ესეთი მძევლების აყვანის შემდეგ ისევ გააგრძელებს ესეთ უკბილო ბრძოლას, როგორსაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ მხოლოდ და მხოლოდ თურმე მოლაპარაკებაშია ხსნა და მოლაპარაკებაშია გამოსავალი და არანაირ აქტიურ ქმედებაზე არ გადავა.
დღეს, სანამ არ იქნება ნიკა მელია გარეთ, უნდა იცოდეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რომ ჩამოსვლას და მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაინც წარუმატებლად დამთავრდება"
თქვა პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ.