მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებული აქტივისტთან, გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მუმლაძე პოლიციის თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა",-ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი მმართველი გუნდის ოფისთნ 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი