ქუთაისში, ჰესის მოწინააღმდეგეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებამ გუმათთან რკინის კედლები აღმართა, იქამდე მისასვლელი გზა კი ჩაკეტა.
ქუთაისში, აქცია-მსვლელობის მონაწილეები სამხარეო ადმინისტრაციასთანაც შეჩერდნენ და რეგიონის გუბერნატორს და ქალაქის მერს მოუწოდეს ხალხის გვერდით დადგნენ. მ
აქციის მონაწილეები სასამართლოსკენ დაიძრნენ, სადაც ღამით დაკავებული 6 პირის პროცესი უნდა გაიმართოს.