დაკავებისას პოლიციელმა თვალში და შუბლში ბორკილი ჩამარტყა - აქტივისტი

გამოქვეყნდა:

ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის, დავით კაპანაძის თქმით, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, დაკავების დროს პოლიციის ლეიტენანტმა ხელბორკილები თვალისა და შუბლის არეში ჩაარტყა. 

"მივედით გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, რის შემდეგადაც დამაკავეს და პოლიციის მანქანაში ჩამაგდეს ძალის გამოყენებით, შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში. სახეზე მახსოვს, არის უფროსი ლეიტენანტი, კამერებშიც იქნება დაფიქსირებული, ჩემს გვერდით იჯდა, მარცხნივ. სახელი და გვარი არ ვიცი", - ამბობს დავით კაპანაძე.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, დავით კაპანაძე საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დამატებითი კვლევები უტარდება.

რაც შეეხება სამოქალაქო აქტივიტების პროცესს, მათი სასამართლო სხდომა გადაიდო, ათივე მათგანი კი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი