საქართველოს მთავრობა რიონის ხეობის მცველებს დიალოგს სთავაზობს

გამოქვეყნდა:

პრემიერ ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად. 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი