რიონის ხეობის მცველებმა შესაძლო პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, ცოტა ხნით გუმათში მოწყობილი კარვები დატოვეს და ფეხით მსვლელობით დასახლების ცენტრში გადაინაცვლეს.
მათ ინფორმაცია ჰქონდათ რომ ხეობაში სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები გეგმავდნენ მისვლას. მსვლელობის გადაწყვეტილებაც უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ამის გამო მიიღეს.
მას შემდგ კი რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ სავარაუდო პროვოკატორებმა ხეობა დატოვეს, აქციის მონაწილეები გუმათში, კარვების ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.