7 სასურსათო პროდუქტზე ფასის შენარჩუნების დაპირება - მთავრობის მორიგი ტყუილი

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების პიარზე გათვლილი პროექტი და მოტყუებული მოსახლეობა - 7 დასახელების სასურსათო პროდუქტი, რომელზე ფასის შენარჩუნებაც "ქართული ოცნების" პირობა იყო, ბოლო თვეების განმავლობაში დრამატულად გაძვირდა. გასული თვის სტატისტიკის თანახმად, 11%-ით გაძვირდა შაქარი, 8.2%-ით მოიმატა ლობიოს ღირებულებამ, წიწიბურას ფასი 7%-ით, ხოლო მაკარონის შემთხვევაში 6%-ით გაიზარდა, 5%-ით გაძვირდა რძის ფხვნილი, ბრინჯი 4%-ით, მზესუმზირის ზეთი კი, 1%-ით.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, სურსათზე ფასების სუბსიდირებამ მხოლოდ იმიტომ არ იმუშავა, რომ ის თავიდანვე პიარზე და მოსახლეობის დამშვიდებაზე იყო გათვლილი.

ფაქტს მთავრობაშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ მათი შეთავაზება ნებაყოფლობითი იყო. ირკვევა, რომ სუბსიდირებაზე მიმართული 10 მილიონიდან ჯერ  ნახევარიც კი არაა ათვისებული. ერთადერთი, რისი იმედიც ახლა  ხელისუფლებას აქვს, თავისუფალი ბაზარია, რომელიც მეორე თვეა მუშაობას უმკაცრესი შეზღუდვებით აგრძელებს. 

45 დღის  წინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის შემადგენლობა საქართველოს მოსახლეობას ამშვიდებდა და ამტკიცებდა, რომ ძირითადი სასურსათო კალათა არ გაძვირდებოდა, თუმცა დღეს მოქალაქეებს საკვებში რეკორდული ფასების  გადახდა უწევთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი