დახურული მოლაპარაკებები - რიონის ხეობის მცველები მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, რიონის ხეობის მცველებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა, მუნიციპალიტეტის შენობაში დაიწყო. შეხვედრაზე მედიას არ უშვებენ.

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებთან მოსალაპარაკებლად ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი გაგზავნა.

აქციის ორგანიზატორებს კი სულ რაღაც ერთი საათის წინ შეატყობინეს, რომ ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან მოლაპარაკებებისთვის.

პრემიერის წარმომადგენლებს რიონის ხეობის მცველების 4 კაციანი ჯგუფი ხვდება.

სახალხო პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - რკინის კედლის აღება გუმათში და ნამახვანში კარვების ქალაქის აღდგენა - მთავარი მოთხვნა - ჰესის მშენებლობის შეჩერება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი