სკანდალური ბრალდებების ახალი სერია - ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მღვდელმთავრების შეკრებას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

კვლავ დაპირისპირებაა ეკლესიის შიგნით. სკანდალური ბრალდებების ახალი სერიის ფონზე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მღვდელმთავრების შეკრებას მოითხოვს. მეუფე პეტრემ  სინოდის სხდომის ჩატარება დღის წესრიგში მღვდელმონაზვნის ანდრია სარიას მიერ  სოციალურ ქსელში აუდიო ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ დააყენა.

აუდიოჩანაწერი სარიამ მეუფე პეტრეს მიერ გამოთქმული ბრალდებების მტკიცებულებად გამოაქვეყნა, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. 

ჩემ მიერ გასული წლის 31 ოქტომბერს დაწყებული ბრალდების მოკვლევა გაგრძელდეს და გაგრძელდეს საეკლესიო სასამართლო. აქ არის ლტოლვა მამათმავლური და არის შევიწროება. სიმართლე უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, თუ ვის ანდობს სულს, რა ხდება მის დედა ეკლესიაში. შერჩევითი სამართალი უნდა გამოვრიცხოთ და ე.ი. რჯულის კანონის მიხედვით უნდა ჩატარდეს დიდი საეკლესიო კრება, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჯერჯერობით უცნობია, რა  გადაწყვეტილებას მიიღებს საპატრიარქო მეუფე პეტრეს მოთხოვნაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი